ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის დავით დარახველიძის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დევნილებისა და სოციალურად დაუცველი პირებისთვის ფულადი დახმარების გაწევის საკითხზე იმსჯელეს.
დარახველიძე აღნიშნავს, რომ ძალაში რჩება მოთხოვნა, რომ დევნილებმა და სოციალურად დაუცველებმა უკანონოდ დაკავებული ფართები უნდა გაათავისუფლონ.
შესაბამისად, აღნიშნავს, რომ უკანონოდ შეჭრილი დევნილებისთვის კომპენსაცია მთავრობის მხრიდან გათვალისწინებული არ არის.
„ამის შესახებ ისინი არაერთგზის გაფრთხილებული არიან. ობიექტების საკუთრებიდან გამომდინარე, მესაკუთრე მიმართავს შინაგან საქმეთა ორგანოებს და მათი გამოსახლება პროცედურების გათვალისწინებით მოხდება. ეს პროცესი ჯერჯერობით არ დაწყებულა, რადგან მესაკუთრეების მოთხოვნა დაფიქსირებული არ არის“, - განაცხადა დარახველიძემ.