ირაკლი ღარიბაშვილი: დაკავების მომენტში   გუნავა  ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა

ირაკლი ღარიბაშვილი: დაკავების მომენტში გუნავა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა დაკავებისას ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა , - განუცხადა ჟურნალსიტებს  მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

"მე დანიშვნისთანავე განვაცხადე, რომ ვინმესთვის ნარკოტიკების და იარაღის ჩადება აღარ მოხდებოდა.  და ეს ასეც მოხდება. მაქვს ინფორმაცია, რომ დაკავებისას გუნავა ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა სხვა არაფერი ჩემთვის ცნობილი არ არის. დანარჩენი საკითხები პროკურატურამ შეისწავლა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

თენგიზ გუნავას ადვოკატებმა მთავარ პროკურატურას დღეს საჩივრით მიმართეს. როგორც ისინი განმარტავენ, დაკავების პროცესში ადგილი ჰქონდა მთელ რიგ პროცესუალურ დარღვევებს, მათ შორის ადვოკატების ინფორმაციით, გუნავას სამართალდამცავებმა ნარკოტიკი და იარაღი ჩაუდეს.