ჰოლივუდის მსახიობი დენიელ კრეიგი ყველაზე მაღალანაზღაურებადი აგენტია მსოფლიოში. მას ჯეიმს ბოდის ყოველი მორიგი განსახიერებისთვის 15,2 მილიონ დოლარს უხდიან.
მეორე ადგილზეა პირს ბროსნანი, რომლის ჰონორარი „ბონდიანაში“ 13,8 მილიონ დოლარს შეადგეს. მესამე ადგილზეა ჯეიმს ბონდის როლის პირველი შემსრულებელი შონ კონერი, რომელიც მხოლოდ 4,7 მილიონ დოლარს იღებდა.
ამასთანავე, 2014-16 წლებში გამოვა „ბონდიანას“ კიდევ ორი ფილმი, რომელსაც კინოკომპანია Sony Pictures-ი დააფინანსებს. „ბონდიანას“ 24 და 25 ფილმების მთავარ როლზე უკვე დაამტკიცეს დენიელ კრეიგი. მისი ჰონორარი 50 მილიონი დოლარი იქნება. დენიელის დებიუტი „ბონდიანაში“ 2006 წელს შედგა ფილმში „კაზინო როიალი“
შეგახსენებთ, „ბონდიანას“ ბოლო ფილმია „ჯეიმს ბონდი:ოპერაცია სკაიფოლი,“ რომელიც 50 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოვიდა. მისი რეჟისორია სემ მენდესი. ფილმში მონაწილეობენ ჰოლივუდის ცნობილი მსახიობები: ჯუდი დენჩი, ხავიერ ბარდემი, რალფ ფაინსი, ნაომი ჰარისი, ჰელენ მაკკრორი და სხვები. აგენტი 007-ის როლს კვლავ დენიელ კრეიგი თამაშობს.
ფილმის ბიუჯეტი 200,000,000 დოლარია. ბონდიანას ახალი ფილმის მსოფლიო პრემიერა ნოემბრის თვეში შედგა. ფილმი ქართულ კინოთეატრებში გადის და მისი ნახვა მაყურებლებს ჯერ კიდევ შეუძლიათ.