ჯაბა ჯიშკარიანი და დავით საყვარელიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ჯაბა ჯიშკარიანი და დავით საყვარელიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, უმცირესობის წევრი, დავით საყვარელიძე და ჯაბა ჯიშკარიანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

კომიტეტთან არსებულმა ჯგუფმა, რომელიც ორი კვირის განმავლობაში, პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა საქმეებს სწავლობდა, დასკვნა წარმოადგინა.

ერთ-ერთი საქმე მელორ ვაჩნაძეს შეეხებოდა, რომლის შესახებაც საია-ს წარმომადგენელი საუბრობდა, რომელსაც საყვარელიძემ მიმართა - „ვაჩნაძის საქმე არ არის თაღლითობა?“. სწორედ ამ კითხვას მოჰყვა ჯიშჯკარიანის პროტესტი.

„ვაჩნაძეზე საუბარს, სჯობს კბილებში წყალი გამოივლოთ“, - მიმართა საყვარელიძეს ჯიშკარიანმა.

დეპუტატმა ჯიშკარიანს მოუწოდა ზრდილობიანად ისაუბროს.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, გაჩვენებ წყალს კბილებში“, - მიმართა საყვარელიძემ ჯიშკარიანს.

მხარეებს შორის დაპირისპირება კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განმუხტა.