პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი „ამინისტიის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროების რეკომენდაციებს ელოდება.
როგორც კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, პროექტის პირველი მოსმენით განხილვისას აღინიშნა, კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტრომ და მთავარმა პროკურატურამ კომიტეტს რეკომენდაციები უკვე მიაწოდა, მაგრამ კომიტეტს რეკომენდაციების მომზადებისთვის დრო შს და სასჯელაღსრულების სამინისტროებმა სთხოვეს.
იუსტიციის სამინისტოს რეკომენდაცია არის, რომ ამინისტია არ შეეხოს - ძალადობრივი ტიპის საქმეებს, კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულს, თაღლითობას და ა.შ. ხოლო, პროკურატურის რეკომენდაციებია, რომ ამინისტია არ შეეხოს - ძალადობრივ დანაშაულებს, სიცოცხლის მოსპობას, სამოხელეო დანაშაულებს და ა.შ.
პროექტის პირველი მოსმენით განხილვა მას შემდეგ გაგრძელდება, რაც უწყებები კომიტეტს საკუთარ რეკომენდაციებს მიაწოდებენ.