სტამბულმა  ნატოს თურქეთში Patriot-ის  რაკეტების განთავსება შესაძლოა დღესვე სთხოვოს

სტამბულმა ნატოს თურქეთში Patriot-ის რაკეტების განთავსება შესაძლოა დღესვე სთხოვოს

სირიაში სიტუაციის უკიდურესად გამწვავების გამო, თურქეთმა ამ ქვეყნის საზღვართან  Patriot-ის ტიპის რაკეტების განთავსების მოთხოვნით ნატოს შესაძლოა დღესვე მიმართოს. ამის შესახებ განცხადებები გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ტომას დე მეზერმა გააკეთა.

ოფიციალური ანკარას წარმომადგენლები მანამდე აცხადებდნენ, რომ ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოითხოვდნენ, თუ სირიის შეტევები არ შეწყდებოდა. მაშინ კულუარულად ითქვა ისიც, რომ ანკარა და ნატო უკვე მუშაობენ გეგმაზე, რომელიც სირიის საზღვართან რაკეტსაწინაღო სისტემების განთავსებას ითვალისწინებს. მუშაობა გეგმაზე კი, მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე სირიული ჭურვი თურქეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

გერმანიამ და ჰოლანდიამ უკვე გამოთქვეს მზადყოფნა, ნატოშ მათი მოკავშირე თურქეთი Patriot-ის  რაკეტებით აღჭურვონ. ხოლო ამ ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა მათი განთავსების საკითხი გასულ კვირას განიხილეს.