საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს მოუწოდებს „ამინისტიის შესახებ“ კანონოპროექტი დაჩქარებული წესით განიხილოს.
კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, პროექტის პირველი მოსმენით განხილვისას, კოპალიანი ოპონენტს - დავით საყვარელიძეს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ უმცირესობას ამინისტიის ქაოტურობა და მასშტაბი აშინებს.
„მასშტაბურობაზე თქვენ არ უნდა ისაუბროთ, რადგან ეს მასშტაბურობა თქვენი დაჭერებით არის გამოწვეული. თქვენ ამბობთ, რომ არ იჩქაროთო, მაგრამ უკანონოდ დაპატიმრებულ ადამიანების ოჯახებს, რას ეუბნებით? პირიქით, ეს პროექტი დროზე უნდა განვიხილოთ. 9 წლის განმავლობაში რას აკეთებდით, ეს ხალხს კარგად ახსოვს. ხალხს ამნეზია არ სჭირს“, - მიმართა საყვარელიძეს კოპალიანმა.