გიორგი კალანდაძე პროკურატურაში დაიბარეს

გიორგი კალანდაძე პროკურატურაში დაიბარეს

გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიორგი კალანდაძე პროკურატურაში დაიბარეს.

 გიორგი კალანდაძის ადვოკატი გოგიტა გაბაიძე არ ფლობს ინფორმაციას, თუ რის საფუძველზეა დაბარებული მისი დაცვის ქვეშ მყოფი პროკურატურაში.

კალანდაძე მთავარ პროკურატურაში 14:00 საათისთვის უნდა მივიდეს.

იგი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით 7 ნოემბერს დააკავეს და აღკვეთის ღონისძიებად გირაოს -  20 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა, რისი გადახდის შემდეგაც გაათავისუფლეს.

ამის შემდეგ პროკურატურამ კალანდაძეს ახალი ბრალი წარუდგინა, რის შემდეგაც მას, თავისუფლების სანაცვლოდ,  გირაოს თანხის - 10 ათსი ლარის გადახდა კიდევ მოუწია.