შემოსავლების სამსახური აქამდე არსებულ საგადასახადო პოლიტიკას ცვლის. ახალი სტრატეგია და ხედვა მედიას დღეს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა გააცნო.
მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში საგადასახადო ადმინისტრირების პროცესი თთქმის არ ხორციელდებოდა, რისი გაგრძელებაც შემოსავლების სამსახურს დუშვებლად მიაჩნია.
„წინასაარჩევნო პერიოდში თითქმის შეჩერდა საგადასახადო ადმინისტრირების პროცესი, არ ხორციელდებოდა საკონტროლო შესყიდვები, ინვენტარიზაცია და სხვა კანონით დადგენილი საგადასახადო შემოწმებები. ასეთი დამოკიდებულება დაუშვებელია. გვინდა ცალსახად განვაცხადოთ, რომ შემოსავლების სამსახური არ დაუშვებს საგადასახადო ადმინისტირების შესუსტებას, არ იქნება არც ერთი სფერო და მიმართულება, რომელიც არ დაექვემდებარება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ქმედებებს. მკაცრად აღიკვეთება აღნიშნული ქმედებების განხორციელების ხელისშემშლელი ფაქტორები" – განცხადა მოისწრაფიშვილმა.
მისივე განმარტებით, უწყება მათი სამსახურების ქმედებებზე მკაცრ მონოტორინგს აწესებს და გადამხდელებს ჰპირდება, რომ აღიკვეთება გადასახადის გადამხდელის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი მართლსაწინაამდეგო მოქმედება.
„ვაცხადებთ, რომ გადამხდელის, მისი პარტნიორებისა თუ მენეჯმენტის პოლიტიკური კუთვნილება ან სიმპათიები არ განიხილება როგორც პრივილეგია, თავი აარიდოს ბიუჯეტის წინაშე დაკისრებულ ვალდებულებებს. შემოსავლების სამსახურის სტრატეგიაა, იყოს კეთილსინდისიერი გადამხდელის საიმედო პარტნიორი. ვმუშაობთ საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფისა და გადამხდელთათვის უფრო საინტერესო გარემოს შესაქმნელად, მზადდება ცვლილებები საჯარიო სანქციების შესამცირებლად. უახლოეს მომავალში ასევე გადამხდელებს ჩვენი მომსახურების მიმზიდველ სატარიფო პოლიტიკას შევთავაზებთ" – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.