შოთა ხიზანიშვილისა და ვაჟა ლელუაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 26 დეკემბერს გაიმართება

შოთა ხიზანიშვილისა და ვაჟა ლელუაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 26 დეკემბერს გაიმართება

საქალაქო სასამართლოს სპიკერმოსამართლის ეკა არეშიძის განცხადებით, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის,  შოთა ხიზანიშვილისა და კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, ვაჟა ლელუაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2012 წლის 26 დეკემბერს გაიმართება.

2012 წლის 18 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა და დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ შოთა ხიზანიშვილის და ვასილ ლელუაშვილის მიმართ,,აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას მხედველობაში მიიღო ბრალდებულთა მიმართ ბრალდების სიმძიმე, მათი მხრიდან მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე და ბრალდებულთა წარსული საქმიანობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდებულებს შეუფარდა წინასწარი ორთვიანი პატიმრობა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა 2012 წლის 26 დეკემბერს გაიმართება“, - განაცხდა არეშიძემ.