ტყიბულში 45 მაღაროელი  გაფიცვას განაგრძობს

ტყიბულში 45 მაღაროელი გაფიცვას განაგრძობს

ტყიბულში ძიძიგურისა და მინდელის სახელობის მაღაროებში გაფიცვა გრძელდება. კონკრეტულად, ძიძიგურის სახელობის მაღაროში, 300 მ. სირღმეში 45-მდე მეშახტე მჯდომარე გაფიცვას განაგრძობს.

მაღაროელები ძიძიგურის შახტის დახურვასთან დაკავშირებით „საქნახშირ ჯი-აი-ჯის“ ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

გარდა ამისა, გაფიცულთა მოთხოვნები შემდეგია: მაღაროეში მუშაობა გაგრძელდეს ჩვეულ რეჟიმში, ყველა თანამშრომელმა შეინარჩუნოს სამსახური, იურიდიულად იყოს გაფორმებული ხელშეკრულება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, ხელფასის დაანგარიშების დროს გათვალისწინებული იყოს გაფიცვით გამოწვეული გაცდენილი დღეების ანაზღაურება, ფინანსურმა კომისიამ შეამოწმოს „ჯი აი ჯი ჯგუფის“ ანგარიშები.

მაღაროსთან გაფიცული თანამშომლების ნაწილი და მაღაროში მყოფი თანამშრომლების ოჯახის წევრებია შეკრებილნი.

 გაფიცულ მაღაროელებს საკვები მიეწოდებათ  და მათთან დაკავშირება  შიდა ტელეფონითაა შესაძლებელი.