კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას ადვოკატის ირაკლი ზაქარეიშვილის განცხადებით, დათა ახალაია გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.
ზაქარეიშვილის თქმით, მთავარი პროკურატურა დღეს აპირებს დათა ახალაიას ბრალი დაუსწრებლად წაუყენოს და აღნიშნავს, რომ პროკურატურაში მისი ინტერესების დასაცავადაა მოსული.
„გამოძიებასთან თანამშრომლობას, რა თქმა უნდა, ვგეგმავთ და რა თქმა უნდა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ითანამშრომლებს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ზაქარეიშვილის თქმით, მან პროკურატურისგან მიიღო პასუხი, რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი წაუყენებს თუ არა ბრალს ახალაიას მთავარი პროკურატურა დღეს.