რიო-დე-ჟანეიროს სასამართლო განიხილავს, ქალაქში მცხოვრები 28 წლის მამაკაცის საქმეს, რომელმაც დანიშნული ქორწილი რამდენიმე დღით ადრე გააუქმა. სამართალდამცავების განცხადებით, მას პატარძლისთვის მორალური ზიანის მიყენებისა და საქორწინო დღესასწაულის მოსაწყობად გაწეული ხარჯებისათვის, ფულადი კომპენსაციის სახით 6500 დოლარის გადახდა მოუწევს.
წყვილს ქორწილი ჯერ კიდევ გასულ წელს ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა სიძემ მოულოდნელად გადაიფიქრა, რამაც გოგონა საშინელ დეპრესიაში ჩააგდო.
სხვათა შორის, ეს არაა, პირველი შემთხვევა, როდესაც ბრაზილიაში მატყუარა სასიძოებს სჯიან. 2004 წელს კიდევ ერთ ახალგაზრდას მოუხდა 4500 დოლარის გადახდა იმიტომ მოუწია, რომ საცოლეს ქორწინების გაუქმების შესახებ მხოლოდ 75 დღით ადრე აცნობა.