საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფის დატოვების მიუხედავად, პატიმრების საქმეებზე მუშაობას აქტიურად განაგრძობენ.
აღნიშნულის შესახებ ერთობლივ განცხადებას, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ავრცელებენ.
განცხადების თანახმად, მათ მიერ, შესწავლილ პოლიტიკური პატიმრების საქმეებთან დაკავშირებით, კომიტეტის სხდომაზე მოსაზრებებს წარადგენენ.
„ორგანიზაციები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს წარუდგენენ პოლიტპატიმართა საქმეებს და დასკვნებს, რომლებსაც მიიჩნევენ, რომ პოლიტპატიმრის სტატუსი უნდა მიენიჭოს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ საქმეებზე მუშაობისას და მომზადებისას გაითვალისწინეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციით (#1900) დადგენილი კრიტერიუმები, ასევე საქართველოში არსებულ პრაქტიკა და ტენდენციები“, - ნათქვამია მათ ერთობლივ განცხადებაში.