საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა N7 დაწესებულებაში ბაჩო ახალაია მოინახულეს

საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა N7 დაწესებულებაში ბაჩო ახალაია მოინახულეს

ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა სასჯელაღსრულების N7 დაწესებულებაში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩანა ახალაია მოინახულეს.

მონიტორინგის ჯგუფის წევრებთან საუბრისას ბაჩანა ახალაიამ განაცხადა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები არ აქვს და დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნია.

მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ დაწესებულების სპეციფიკური კონტიგენტიდან გამომდინარე მისი N7 დაწესებულებაში მოთავსება სამართლიანად არ მიაჩნია.

საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრები კიდევ ერთხელ მიმართავენ სასჯელაღსრულების სამინისტროს, განიხილოს აღნიშნული საკითხი და ბაჩანა ახალაია გადაიყვანონ ე.წ. მატროსოვზე მდებარე დაწესებულებაში.