სკანდალი სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე „მის დედამიწა", კონკურსის რუსმა მონაწილემ „მის რუსეთი 2011“-მა საკუთარი ქვეყანა ასე წარადგინა - „ღარიბი, უზარმაზარი, უბედური, უმოწყალოდ ტანჯული“.
გოგონამ აღიარა, რომ მისი ქვეყანა ცუდი ქვეყანაა, რადგან იქ მოხუცებსა და ბავშვებს დღესაც არ აქცევენ ყურადღებას და საერთოდ არ ეხმარებიან.
კითხვაზე – „რით გეამაყებათ თქვენი ქვეყანა", ნატალია პერევეზრევამ უპასუხა - "ჩემი რუსეთი - ეს არის დაუსრულებელი ომი კავკასიაში. გაბოროტებული ძმა ერები, რომლებიც ადრე ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ, ახლა კი ამ ენის სწავლებას სკოლაშიც აკრძალულია. ჩემი ქვეყანა არის გამარჯვებული, რომელმაც დაამარცხა ფაშიზმი და გამარჯვება მილიონობით ადამიანის სიცოცხლის ფასად მოიპოვა".
კონკურსის რუსი მონაწილის ამ განცხადებას „მის დედამიწის" ოფიციალურ საიტზე დიდი გამოხმაურება და ათასობით კომენტარი მოჰყვა. რუსული სააგენტოების ცნობით, მათი 90 პროცენტი, ვინც გვერდზე საკუთარი კომენტარი დატოვა, რუს ლამაზმანს ეთანხმებოდა.
სილამაზის საერთაშორისო კონკურსი „მის დედამიწა“ ფილიპინებში 24 ნოემბერს გაიმართება. კონკურსის რუსი მონაწილე, ნატალია პერევეზრევა ამბობს, რომ ეს კონკურსი უკანასკნელი იქნება მის ცხოვრებაში, რადგან მიუხედავად მისი შედეგებისა, საბოლოოდ აქვს გადაწყვეტილი სამოდელო კარიერას წერტილი დაუსვას და ძალები სხვა სფეროებში მოსინჯოს.