გაზის ტარიფი გაზისა და ნავთობის კორპორაციის ხელმძღვანელის გათავისუფლების შემდეგ გადაიხედება. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამე განუცხადა.
მისი განმარტებით, გაზისა და ნავთობის კორპორაციაის ახალ ხელმძღვანელობასთან ერთად გაზის ტარიფზე ინტესნირი მუშობა დაიწყება.
კახა კალაძე არ აკონკრეტებს ვინ და როდის დაიკავებს კორპორაციის ხელმძღვანელის პოსტს.
მისი თქმით, ეს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის ირაკლი კოვზანაძის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.