მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე , საქართველოს სააგრეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ პანამის არხში ჩარჩენილი მეზღვაურების ჩამოყვანის გეგმა დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.
მინისტრის განცხადებით, ქვეყნის ელჩი მექსიკაში მალხაზ მიქელაძე მეზღვაურებს უკვე ესაუბრა.
„ეს არის ნიგერიული გემი, რომელიც გამოსულია მწყობრიდან და ამიტომ მას პორტში არ უშვებენ. ჩვენს მეზღვაურებს საქართველოში დაბრუნება სურთ, თუმცა საქმე არც ისე მარტივადაა, გასარკვევია დეტალები, რაც მეზღვაურებისთვის მნიშვნელოვანია. ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ვიხილავთ მათი ჩამოყვანის შესაძლებლობებს. დღის ბოლოს გვეცოდინება კონკრეტული გეგმა თუ რას ვაპირებთ და ეს გეგმა მეზღვაულებთან იქნება შეთანახმებული. გემის მფლობელს მათ მიმართ დავალიანება გააჩნია და ვიდრე მეზღვაურები თავად არ მიიღებენ გადაწყვეტილებას ჩვენ მათ წინააღმდეგ ვერ წავალთ“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.
ცნობისთვის, ნიგერიის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც 12 ქართველი მეზღვაური იმყოფება, მეოთხე თვეა, პანამის მახლობლად რეიდზეა გაჩერებული.