მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე, საქართველოს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტმა კახი კალაძემ განაცხადა, რომ დღეს საქართველოში „ინტერ-რაოს“ დელეგაცია ჩამოდის და მათთან სხვადასხვა საკითხების განხილვა მოხდება.
შესაბამისად, მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა „ინტერ-რაოსთან“ ელექტროენერგიის ტარფის შესახებ, ოფიციალურ მოლაპარაკებას დაიწყებს და შეხვედრაზე თელასის მიერ, დათხოვნილი თანამშომლების ბედის განხილვაც მოხდება.
მინისტრის განმარტებით, ის თურქეთში ვიზტისას შეხვდა „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობას და დღეიდან „ინტერ-რაოს“ დელეგაცია ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან დაიწყებს მოლაპარაკებებს, რათა მიღწეული იყო კონსენსუსი და ტარიფებმა უახლოეს ხანში დაიწიოს.
კალაძის განცხადებითვე, შესაძლოა, იმ ვალის გადათამაშება მოხდეს, რომელიც საქართველოსა და ყაზახეთს ერთმანეთის მიმართ მართებთ.
როგორც ცნობილია, „ყაზტრანსგაზს“ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ვალი მართებს, რომლის მოცულობა დაახლოებით 80 მილიონი ლარია. თავის მხრივ კი, საქართველოს ყაზახეთის მიმართ საგარეო ვალდებულება გააჩნია, რომლის რესტრუქტურიზაცია და გადახდა წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა.
„ყაზახების მხრიდან სურვილი დიდია, რომ დაიბრუნონ კომპანია და ვალს რაც შეეხება, რომელიც საქართველოს ყაზახეთის მიმართ გააჩნია შესაძლოა, ამ ვალის გადათამაშება მოხდეს“, - განაცხადა კალაძემ.