სამხრეთ აფრიკის უნივერსიტეტის, მედიისა და კრეატიული არტის ფაკულტეტის ორგანიზებით კეიპტაუნში ჩატარდა სხეულზე ხატვის ხელოვნების, „ბოდი-არტის” ყოველწლიური შოუ -კონკურსი Bodyspectra bodypainting competition.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ სტუდენტები კოსტიუმების დიზაინისა და პროფესიონალური მაკიაჟის ფაკულტეტებიდან. რამდენიმე მათგანი მოდელის როლშიც გამოვიდა. „ბოდი-არტ“ ხელოვნება დიდ შრომასა და ნიჭს მოითხოვს, როგორც კონკურსის ორგანიზატორები აცხადებდნენ, რამდენიმე მონაწილე საკუთარ მოდელზე 10 საათის განმავლობაში მუშაობდა.
„ბოდი-არტი“ უფრო და უფრო იმკვიდრებს თავის ადგილს თანამედროვე არტხელოვნებაში, სარეკლამო ბიზნესსა თუ შოუბიზნესში. ჯერ კიდევ ათი წლის წინ, ცოტამ თუ იცოდა მის შესახებ, ვისაც რამე სმენოდა, ამბობდნენ, რომ ეს ხელოვნება კი არა, სამარცხვინო ფაქტი იყო. „ბოდი-არტის“ მოდელებს ყოველთვის ცუდად მოიხსენიებდნენ და შეურაცყოფასაც აყენებდნენენ, ახლა სრულიად საპირისპიროდ ხდება. მოდელებმაც გააცნოებიერეს რომ „ბოდი-არტი“ ხელოვნებაა და დამთვალიერებლებმაც, რომლებიც ხშირად მოდიან „ბოდი- არტ“ შოუებზე. მათ უმეტესობას მოსწონს სხეულზე ხატვის ხელოვნება, სურათებს იღებენ მოდელებთან და ერთხმად აღიარებენ, რომ ეს ძალიან ლამაზი ხელოვნებაა.
მე პირადად, ჩემს მოდელებს შიშველ ქალებად ვერ აღვიქვამ, ჩემთვის სხეული ტილოა, რომელზეც ვხატავ. მშვენიერი ტილო, ბუნების, ერთ-ერთი, საუკეთესო ქმნილება. მინდა ვუთანაგრძნო იმ ადამიანებს, რომლებიც ბოდი არტის გოგონებში, მხოლოდ შიშველ ქალებს ხედავენ“- ამბობს შოუს, ერთ-ერთი, მონაწილე.
ბოდი-არტის ყველაზე გავრცელებული მიმდინარეობებია, ტატუ, იგივე სვირინგი და პერსინგი. მათ საუკუნოვანი წარსული და ისტორია აქვთ. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ჯერ კიდევ უძველეს დროში, დაახლოებით, 60000 წლის წინათ ადამიანები ტატუსა და პირსინგს სხეულის ლამაზად წარმოჩენისთვის იყენებდნენ. გარდა ამისა, მათი მტკიცებით თითოეულ სიმბოლოს რელიგიური დატვირთვა და მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა.
„ბოდი-არტის“ ჯერ კიდევ ამერიკის, აფრიკისა და აზიის უძველესი ტომები მიმართავდნენ. ის დასავლეთმა მეთვრამეტე საუკუნეში აითვისა. გოგენი ბოდიპეიტინგის სპეციალისტად მიიჩნეოდა, რადგან გოგენის დეკორატიულმა ფერწერამ მოამზადა ნიადაგი „ბოდი-არტის“ ხელოვნებისთვის და გარკვეული სტილი დაამკვიდრა სხეულის მოხატვაში.