შეწყალების კომისია დღეს,  ძველი შემადგენლობით შეიკრიბება და 1 000-ზე მეტი პატიმრის საქმეს განიხილავს

შეწყალების კომისია დღეს, ძველი შემადგენლობით შეიკრიბება და 1 000-ზე მეტი პატიმრის საქმეს განიხილავს

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის განცხადებით,  პრეზიდენტის გადაწყვეტილებით,  შეწყალების კომისია დღეს, ძველი შემადგენლობით შეიკრიბება და  1 000-ზე მეტი პატიმრის საქმეს განიხილავს.

მათ შორის, ყველა ტიპის და კატეგორიის პატიმრები არიან.

თევდორაძის თქმით, პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისიის ახალი შემადგენლობა იანვრიდან გახდება ცნობილი.

მისივე ინფორმაციით, კომისიის შემადგენლობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ბრძანება ახალი წლიდან შეიცვლება.

კომისიის სხდომის გამართვის შემდეგ, 23 ნოემბერს პატიმართა მორიგი შეწყალება იგეგმება.