ქართველი მეზღვაურების სამშობლოში დასაბრუნებლად  საგარეო უწყება ტექნიკური დეტალების მოგვარებას დღეიდან იწყებს

ქართველი მეზღვაურების სამშობლოში დასაბრუნებლად საგარეო უწყება ტექნიკური დეტალების მოგვარებას დღეიდან იწყებს

საგარეო პოლიტიკური უწყება ქართველი მეზღვაურების სამშობლოში დასაბრუნებლად ტექნიკური დეტალების მოგვარებას დღეიდან იწყებს.  ამის შესახებ, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ტაბატაძემ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა:

„პარასკევს,  გვიან საღამოს მივიღეთ ინფორმაცია, რომ პანამიდან 5 კილომეტრში რეისზე იმყოფებოდა ნიგერიის დროშის ქვეშ მცურავი გემი. ამ გემზე ჩვენი 12 მოქალაქეა. გემი გაჩერებული ჰყავს პანამის ხელისუფლებას და მას ნაოსნობის საშუალებას არ აძლევს, იქიდან გამომდინარე, რომ იგი ტექნიკურად გაუმართავია, საკმაოდ მოძველებულია და ჩაძირვის საფრთხე არსებობს. ჩვენი მეზღვაურების ჩვენთან დაკავშირება, სამწუხაროდ, ძალიან გვიან მოხდა.  როგორც მათ თქვეს, უკვე მეოთხე თვეა, ამ გემზე იმყოფებიან. შაბათს ჩვენი ელჩი მექსიკაში ესაუბრა მეზღვაურებს და გაარკვია, რა პირობებში არიან ისინი. მეზღვაურები თანახმანი არიან, საქართველოში დაბრუნდნენ. დღეიდან დავიწყებთ ტექნიკური დეტალების გარკვევას, თუ როგორ შეიძლება, მათი ჩამოყვანა უსაფრთხოდ და მაქსიმალურად სწრაფ დროში. ჩვენი საზღვაო ადმინისტრაცია დაუკავშირდება პანამის საზღვაო ადმინისტრაციას და სთხოვს მეზღვაურებს საკვები და საწვავი მიუტანონ. ასევე ვცდილობთ, გემთმფლობელთან დაკავშირებას, რომელიც ნიგერიელია, ის კონტაქტზე არ გამოდის“,- განაცხადა ტაბატაძემ.

მისივე თქმით, თუ რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერა გახდება აუცილებელი,  საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყება ამ გზასაც მიმართავს.