შოთა ხიზანიშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

შოთა ხიზანიშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის მერის მოქმედ მოადგილესა და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, შოთა ხიზანიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ჯანელიძემ პროკურორ პაატა ჯაველიძის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე 20 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ ხიზანიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილის და 158-ე მუხლის შესაბამისად წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას და ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონო მოპოვებას, გამოყენებას ან გავრცელებას გულისხმობს.