თენგიზ გუნავას 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

თენგიზ გუნავას 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსს, თენგიზ გუნავას 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა .

სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა, გირაოს სახით 5 000 ლარის შეფარდების შესახებ და მას სასამართლომ 10 000 ლარის გადახდა დააკისრა. გუნავას თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ.  ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, გუნავას სავარაუდოდ დღესვე, თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ.

დაცვის მხარე ორშაბათს მთავარ პროკურატურაში შეიტანს საჩივარს ყველა იმ პირის წინააღმდეგ, რომლებმაც გუნავას დაკავებაში მონაწილეობა მიიღეს.

თენგიზ გუნავას სასამართლო პროცესი 2013 წლის 3 იანვარს ჩატარდება.