დღეს საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ფილიპ გორდონს შეხვდა.საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის არსებული და სამომავლო ურთიერთობები, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესი და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები იყო.
პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ საქართველო დატოვა.შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი და საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ესწრებოდნენ.