დამოუკიდებელი ახალგაზრდა აქტივისტები პოლიტპატიმრების საკითხების შესწავლას დროულად ითხოვენ. მათ საპროტესო აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42 მუხლის“ ოფისთან გამართეს.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის, რეჟისორ ზაზა სვანაძის განცხადებით, ამ აქციით მოუწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირების საქმეების განხილვაში აქტიურად ჩაერთონ.
„დღეს რამდენიმე დამოუკიდებელი აქტივისტი შევიკრიბეთ არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42 მუხლთან“, რათა ვუთხრათ ამ ადამიანებს, რომ თუ არიან უფლებადამცველები დაჩქარებული წესით განიხილონ პოლიტიკური პატიმრებისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი, შეთანხმებულად იმუშავონ და პირადი ამბიციები დაივიწყონ“, - განაცხადა ზაზა სვანაძემ.
ანალოგიური მოწოდება აქვს სტუდენტს ირაკლი ყიფიანს. მისი თქმით, შეიქმნა ჯგუფი, რომელიც პოლიტპატიმრების სიაზე მუშაობს, თუმცა ამ ჯგუფში მუშაობაზე დროის ფაქტორის მოტივით, უარი თქვა, თავი შეიკავა „კონსტიტუციის 42 მუხლმა“ და „საიამ“.
„აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ მათ იხელმძღვანელონ ჰელსინკის ჯგუფის მიერ, დადებული სიით, რათა უდანაშაულოთ გატარებული ყოველი დღე, წამების ტოლფასია“, -განაცახად ირაკლი ყიფიანმა.