არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანთა უფლებებისთვის“ თავმჯდომარის, უფლებადამველის ნანა კაკაბაძის ინფორმაციით, ე.წ მატროსოვის ციხეში პოლიტპატიმრები შიმშილობენ.
„შიმშილობის ძირითადი მიზეზები ისაა, რომ უკვე დაახლოებით, თვე ნახევარია ხელისუფლება შეიცვალა, მათთვის კი, პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა. მათი თქმით, გასაგებია, რომ რაღაც კანონის მისაღებად და მათ გასათავისუფლებლად, რაღაც პროცედურებია საჭირო, მაგრამ უკვე რამდენი ხანია ისინი ციხეში არიან. ასევე ციხეში მყოფმა პოლიტპატიმრებმა გაიგეს, რომ მათ შეწყალებას პრეზიდენტი აპირებს და ისინი აცხადებენ, რომ მათ შესაწყალებელი არაფერი სჭირთ, რომ ისინი პატიმრობაში პოლიტიკური ნიშნით არიან და პრეზიდენტის შეწყალება არ სურთ“, - განაცხადა კაკაბაძემ.