პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით,საუბარია იმაზე, რომ პატიმართა საქმეები შესაძლოა, სპეციალურად შექმნილმა სტრუქტურამ განიხილოს.
ეს განცხადება ეკა ბესელიამ სასტუმრო "რედისონში" გააკეთა, სადაც მართლმსაჯულების საკითხებისადმი მიძღვნილი მრგვალ მაგიდა იმართება. დღეს შეხვედრაზე „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ.
ბესელიას განაცხადებით, საზოგადოება ელოდება უსამართლო განაჩენების გადახედვას, საქმეების გადახედვა სწრაფად, ეფექტურად და საფუძვლიანად უნდა მოხდეს.
„ძალიან ბევრი მსჯავრდებული ითხოვს უკანონო განაჩენის გადახედვას. ჯერჯერობით საქმეები იგზავნება პროკურატურაში. საუბარია იმაზე, რომ შეიქმნას ახალი სტრუქტურა, რომელიც ამ საქმეებს განიხილავს. სწორედ ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს. შემდეგ ვიმსჯელოთ, რა ტიპის ორგანო განიხილავს მსგავს საქმეებს - ეს შეიძლება იყოს სახელმწიფო კომისია ან ცალკე სტრუქტურა", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის პირველი საკომიტეტო მოსმენა პარლამენტში ორშაბათს გაიმართება და მომავალ კვირაში მომზადდება კანონპროექტი სასესიო განხილვისთვის.