პეტრეუსი: თეთრი სახლი ბენღაზში ამერიკის საელჩოზე თავდასხმაში არ ჩარეულა

პეტრეუსი: თეთრი სახლი ბენღაზში ამერიკის საელჩოზე თავდასხმაში არ ჩარეულა

ამერიკის ყოფილი დაზვერვის შეფი დევიდ პეტრეუსი დახურულ მოსმენაზე კონგრესის წინაშე წარსდგა. მისი დაკითხვა რესპუბლიკელმა კონგრესის წევრებმა ამა წლის სექტემბერში ბენღაზში ამერიკის საელჩოზე თავდასხმის ფაქტისა და ამერიკსი ელჩის კრისტოფერ სტივენსის მკვლელობის გამო მოითხოვეს.

რესპუბლიკელები არ გამორიცხავენ, რომ ეს თავდასხმა პოლიტიკური მოტივებით იყო განპირობებული- რათა მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ, რომ ობამას პრეზიდენტობის განმავლობაში ვერცერთი მსხვილმასშტაბიანი ტერაქტის მოწყობა ვერ მოხერხდა.

პეტრეუსის განცხადებით, ამერიკის საელჩოზე თავდასხმის შემდეგ, მაშინვე მომზადდა მოხსენების ბეჭდური ვარიანტი მედიისთვის, სადაც თავდაპირველად ნახსენები იყო დაჯგუფებების „ანსარ აშ-შარიასა“ და „ალ-ქაიდა ისლამური მაღრიბის ქვეყნებში“ შესახებ, თუმცა შემდეგ იმ მოსაზრებით, რომ დაჯგუფებებს ეჭვი არ მიეტანათ, რომ მათ კვალს მიაგნეს,  სახელები და სიტყვა ტერაქტი მოხსენებიდან ამოღებულ იქნა.

გადამდგარმა გენერალმა კონგრესის წინაშე ბოლომდე დაიცვა პირველი მოსაზება, რომ ბენღაზის თავდასხმა პოლიტიკური მოტივებით განპირობებული არ ყოფილა და არც თეთრი სახლი ჩარეულა ამ ქმედებებში.

თუმცა, ამერიკული მედიის ინფორმაციით, პეტრეუსის ახსნა-განმარტებამ რესპუბლიკელები ვერ დააკმაყოფილა.