შსს-ს   მაღალჩინოსნებს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

შსს-ს მაღალჩინოსნებს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით კუდ-ის ხელმძღვანელს ლევან ქარდავას,  კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს უფროსს გიორგი ყავლაშვილს და სხვა შს მაღალჩინოსნებს, აღმკვეთი ღონისძიების სახით,  წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდათ.

დაცვის მხარე ბრალდებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რადგან მიიჩნია, რომ მათ მიმალვის საფრთხე არსებობდა. 

შეგახსენებთ, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, 15 ნოემბერს დაკავებულ იქნენ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი ლევან ქარდავა, დანაშულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და 158-ე მუხლის მე-3 ნაწილით წაუყენეს, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს, ასევე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე ვახტანგ ბოჭორიშვილი, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით; ასევე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ყავლაშვილი, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით; დაკავებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ზაალ მაისურაძე, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით; კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-4 სამმართველოს უფროსი ერმალოზ ებანოიძე, საქართველოს სსკ-ის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილით; ასევე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-4 სამმართველოს უფროსის მოადგილე ვასილ ჯამალაშვილი, საქართველოს სსკ-ის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილით; კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-4 სამმართველოს უფროსის მოადგილე ავთანდილ სოლომნიშვილი, საქართველოს სსკ-ის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და"ბ" ქვეპუნქტებით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილით; შსს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბექა კვარაცხელია, საქართველოს სსკ-ის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილით; კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-3 სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ჯავახაძე, საქართველოს სსკ-ის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით, 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილით; კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-3 სამმართველოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ბორცვაძე, საქართველოს სსკ-ის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ" ქვეპუნქტით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და „ბ" ქვეპუნქტებით, 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.