სასტუმრო

სასტუმრო "რედისონში" მართლმსაჯულების გამჭვირვალობაზე მრგვალი მაგიდა მიმდინარეობს

სასტუმრო „რედისონში" საქართველოში მართლმსაჯულების გამჭვირვალობისა და კანონის უზენაესობის პრინციპების უზრუნველყოფის შესახებ შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრას ესწრებიან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, იურისტები, ადამიანის უფლებათა დამცველები და ადვოკატები, მრგვალ მაგიდას კი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები წლების განმავლობაში  ქილიკებდნენ და აცხადებდნენ, რომ მათ პროცედურების დაცვისთვის არ სცალიათ, არადა „სამართლებრივი პროცედურების დაცვა აუცილებელია“,-განაცხადა  უსუფაშვიულმა სიტყვით გამოსვლისას და აღნიშნა, რომ იურისტები უნდა შეთანხმდნენ, როგორი უნდა იყოს საქართველოში მართლმსაჯულების აღსრულება.
მრგვალი მაგიდის მონაწილეები სამართლიანი სასამართლოს უფლების, დაზარალებულთა უფლებების დაცვისა და ამინისტიის საკითხებზე იმსჯელებენ. მართლმსაჯულების ხარვეზების გამოსწორების სამართლებრივი მექანიზმების შესახებ მოხსენებას იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი მერაბ ტურავა წაიკითხავს, ხოლო  შეხვედრის მეორე ნაწილში კანონპროექტ „ამნისტიის შესახებ", რომელსაც ეკა ბესელია ისაუბრებს.
მრგვალი მაგიდა ორგანიზებულია გაერო-ს განვითარების პროგრამის მიერ, საქართველოს პარლამენტთან ერთად. შეხვედრას ესწრება გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკი.