ეგვიპტის ტრანსპორტის მინისტრმა მუჰამედ რიშად ალ-მატინმა განცხადება გადადგომის შესახებ პრეზიდენტის სახელზე ასიუტის ტრაგედიიდან რამდენიმე საათში დაწერა. ალ-მატინი მომხდარ ტრაგედიაში თავს დამნაშავედ მიიჩნევს. განცხადება გადადგომის შესახებ უკვე დაწერა ეგვიპტის რკინიგზის ორგანიზაციის უფროსმა.
ეგვიპტის შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია და დაკითხვაზე იმყოფება ეგვიპტის რკინიგზის ორგანიზაციის ის მოსამსახურე, რომელიც გზის ამ მონაკვეთზეა პასუხისმგებელი.
დღეს დილით, ასიუტის პროვინციაში, მანფალუტთან სამგზავრო მატარებელი ავტობუსს დაეჯახა, რომელშიც 60-მდე სკოლის მოსწავლე იჯდა, რომელთა ასაკი 6 წელს არ აღემატებოდა. ადგილზე გარდაიცვალა 47 ადამიანი, უმეტესად ბავშვები, ხოლო 13 -მა მათგანმა მძიმე დაზიანებები მიიღო.