"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ყოფილი მთავარი პროკურორის , მურთაზ ადეიშვილის პირველი მოადგილე იყო, დავით საყვარელიძე ბოლო დროინდელ დაკავებებს სოციალურ ქსელ "ფეისბუქით" ეხმიანება.
გაპარლამენტარებული საყავრელიძე ამჟამინდელ მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილსა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს "დიდ წარმატებას" ირონიულად ულოცავს და ახსენებს, რომ შესაძლოა, მომავალში "თავადვე აღმოჩნდნენ ბრალდებულის როლში".
"თეა წულუკიანს და არჩილ კბილაშვილს ვულოცავ ამ "დიდ წამატებას"! მათი "ბრწყინვალე" საპროკურორო საქმიანობის პირველივე დღეებში! ბრავო, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ჯარისკაცის "პირადად დაკავების" შემდეგ, დღეს "დაიჭირეს" კიდევ ერთი "განსაკუთრებით საშიში დამნაშავე" შოთა ხიზანიშვილი! ადამიანი რომელმაც 8 წელი სწორედ შსს გამართულ უწყებად ჩამოყალიბებას და საქართველოს უსაფრთხო ქვეყანად ფორმირებას შეალია.
ვისაც შოთასთან უმუშავია ან შეხება ქონია, ჩემი დახასიათება არ ჭირდება. აწი ასეთი "საშიში" საჯარო მოხელეები დააკავეთ და შეგვიძლია მშვიდად გვეძინოს??? ძალიან მაინტერესებს სადამდე ეყოფათ გონება და გაქანება ასევე დასაბუთების თავი ასეთი იდეალისტი ბიჭების დაკავების? ასევე შეკითხვა რევანშისტებთან: ძალიან მაინტერესებს ეიფორიაში მყოფებს თუ აქვთ გააზრებული, რომ შესაძლოა, ძალიან მალე მათი დროც მოვიდეს, და ახალადმოსულმა უმრავლესობამ მათზეც გამოაცხადოს ნადირობა, ანუ თავადვე აღმოჩნდნენ მოწმედ დაბარებული და უცებ ბრალდებულად ქცეული ადამიანების როლში....? ეს ისე საფიქრალად....", - წერს დავით საყვარელიძე.