ამერიკის ქვედა პალატამ ე.წ „მაგნიტსკის სია“ მოიწონა და ჯექსონ-ვენიკის შესწორებაში ცვლილების შეტანას ხმა მისცა.
„სერგეი მაგნიტსკის ისტორია რუსეთში კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევის და რუსი ჩინოვნიკების დაუსჯელობის გამოხატულებაა“,-განაცხადა „მაგნიტსკის სიის“ კანონპროექტის ავტორმა კონგრესმენმა ჯიმ მაკგოვერნიმ.
რუსეთი მწვავედ გამოეხმაურა ამერიკის კონგრესის ამ გადაწყვეტილებას.
„მიუხედავად არა ერთი გაფრთხილებისა, კონგრესმენებმა არ მოისმინეს რუსეთის მხარის მიერ გაკეთებული განცხადებები, ამიტომ ისინი ჩვენი მხრიდან მწვავე პასუხის მიიღებენ, რაც უარყოფითად აისახება რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებზე. რუსეთთან სანქციებისა და ძალის ენით საუბარი არ შეიძლება“,-ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში,როემლიც მათ საიტზე გამოქვეყნდა.
კონგრესის ქვედა პალატამ თანხმობა მისცა „მაგნიტსკის სიას“, რომელიც რუსი ჩინოვნიკებისთვის ამერიკის ტერიტორიაზე შემავალი ვიზების დაბლოკვას და ქვეყნის ტერიტორიაზე მათი ანგარიშების გაყინვას ითვალისწინებს.
იურისტი სერგეი მაგნიტსკი მოსკოვში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წინასწარი პატიმრობის დაკავების დროს მოკლეს. ამერიკის კონგრესმა აკრძალვები სწორედ იმ რუსი ჩინოვნიკების წინააღმდეგ მიიღო, რომლებიც მაგნიტსკის მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილნი.