ივანიშვილი ამერიკაში სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს გაემგზავრება

ივანიშვილი ამერიკაში სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს გაემგზავრება

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი ვიზიტით, სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოს გაემგზავრება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან  ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდოთან შეხვედრისას, საუბარი პრემიერის პირველ ვიზიტს ვაშინგტონში შეეხო. 

 ეს განცხადება მაია ფანჯიკიძემ  ფილიპ გორდონთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მაია ფანჯიკიძის და  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ფილიპ გორდონი შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა.