არჩილ კბილაშვილი: საზოგადოება „ციხის ბუნტთან“ დაკავშირებით ინფორმაციას, დაახლოებით  ორ კვირაში მიიღებს

არჩილ კბილაშვილი: საზოგადოება „ციხის ბუნტთან“ დაკავშირებით ინფორმაციას, დაახლოებით ორ კვირაში მიიღებს

მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, მთავარი პროკურატურა დღეში 14-16 საათს მუშაობს, საზოგადოება კი „ციხის ბუნტთან“ ინფორმაციას, დაახლოებით,  ორ კვირაში მიიღებს.

„შემიძლია, გითხრათ, რომ ვიძიებთ. რაც შეეხება სწრაფ დროს, ვეცდებით, რომ ეს გონივრულ ვადაში იყოს. ყველა გამომძიებელი, რომელიც კი მთავარ პროკურატურას გააჩნია, ყოველდღე 14-16 საათის განმავლობაში მუშაობს. ასე, რომ, ‘’ციხის ბუნტთან’’ დაკავშირებით საზოგადოება ინფორმაციას უახლოეს დროში მიიღებს. მაქსიმუმ 10-14 დღეში, ჩვენ ასეთნაირად წარმოგვიდგენია", - განაცხადა კბილაშვილმა.

გახმაურებული „ციხის ბუნტი" 2006 წლის 27 მარტს,  ორთაჭალის მე-5 საპყრობილეში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმი დაწესებულებაში შევიდა, რასაც რამდენიმე პატიმრის სიცოცხლე შეეწირა. ამჟამად, ორთაჭალის მე-5 საპყრობილე გაუქმებულია.