ფილიპ გორდონი: საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი  მტკიცე მხარდაჭერა გამოვხატეთ

ფილიპ გორდონი: საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა გამოვხატეთ

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ, განაცხადა, რომ  შეხვედრაზე  საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს.

მისი თქმით, მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრა პირველად გამართა.

გორდონის განცხადებით,  მუთმენლად ელოდება მინისტრთან ვაშინგტონში შეხვედრას.

„ქალბატონმა მინისტრმა დაადასტურა ერთგულება იმ პრინციპებისადმი, რომ გააღრმავოს ამერიკასთან ურთიერთობები და ხელი შეუწყოს საქართველოს სწრაფვას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ჩვენ ვრჩებით კვლავ ერთგულნი ამ პრინციპების. მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს ამ გზაზე. ქალბატონი მინისტრი იმყოფებოდა ბერლინსა და ბრიუსელში, იგი დეკემბრის დასაწყისში დაესწრება ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრას,,სადაც კვლავ იქნება აღნიშნული საქართველოს პროგრესი ნატო-სკენ. ჩვენ გამოვხატეთ მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და შევეცდებით მომავალში ჟენევის პროცესის ფარგლებში ეს პრინციპები განვამტკიცოთ“, - აგანაცახდა  ფილიპ გორდონმა.