მისური სისხლიან კინოჩვენებას გადაურჩა

მისური სისხლიან კინოჩვენებას გადაურჩა

 მისურის შტატის ქალაქ ბოლივარში დააკავეს ახალგაზრდა, რომელიც კინოფილმ „ბინდის საგა. ნაწილი II“-ის პრემიერაზე კინოდარბაზში სისხლიანი დრამის მოწყობას გეგმავდა.

სამართალდამცავების ინფორმაციით, ეს ახალგაზრდა 20 წლის ბლეკ ლამერსი აღმოჩნდა, რომლის განზრახვის შესახებაც ბოლივარის პოლიციას ლამერისის დედამ შეატყობინა ტელეფონით. დედის განცხადებით, შვილმა ორი სანადირო თოფი იყიდა და კინითეატრში წავიდა.

მასმედიის ინფორმაციით, ლამერსმა დაკითხვაზე აღიარა, რომ ის ნამდვილად აპირებდა სროლის ატეხვას და მაყურებლეთა დახოცვას კინოთეატრში.

2012 წლის ივლისში კოლორადოს შტატის მაცხოვრებელმა ჯეიმს ჰოლმსმა კინოფილმ „ბეტმენის“ ჩვენებისას დარბაზში სროლა ატეხა, რის შედეგადაც 12 ადამიანი  გარდაიცვალა, 58-ი კი მძიმედ დაიჭრა.