ეგვიპტის პრეზიდენტი ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდა

ეგვიპტის პრეზიდენტი ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდა

ეგვიპტის ახალი პრეზიდენტი მოჰამედ მურსი ორ ცეცხლს შუა ამოჩნდა- მან არჩევანი უნდა გააკეთოს  „ჰამასის“ ერთგულებასა და ისრაელსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობის შესაძლო გართულებაზე. ეგვიპტის  ქუჩებში ისრაელის საწინააღმდეგო დემონსტრაციები იმართება.

მურსი შეეცადა ეგვიპტელებისთვის აეხსნა თავისი პოზიცია.

„ მე შევეცადე ბარაკ ობამასთვის ამეხსნა ეგვიტის პოზიცია, ჩვენ გვსურს ამერიკსთანაც და დანარჩენ მსოფლიოსთანაც კარგი ურთიერთობების გაგრძელება. ამავე დროს ჩვენ მთლიანად ვგმობთ ისრაელის აგრესიას და ჩვენ ვერ დავეთანხმებით მათ პოზიციას, სისხლით და ბლოკადით იმოქმედოს პალესტინელების წინააღმდეგ“,-განაცხადა მურსიმ.

2012 წლის ივნისში ეგვიპტის სახელმწიფოს სათავეში მოვიდა მოჰამედ მურსი, „ჰამასის“ ერთგული პარტიის წევრი, რომლის სათავეში მოსვლასაც დასავლეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აქტიურად დაუჭირეს მხარი.