პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ნატო-ს მინისტრიალზე მაპ-ის მინიჭება არ ხდება, წინა ხელისუფლებას კი სურს იმის ილუზიების შექმნა, რომ ახალმა ხელისუფლებამ ნატო-ში შესვლსი პროცესი შეაფერხა.
„რაც შეეხება მაპ-ის მინიჭებას, მინისტერიალზე ასეთი გადაწყვეტილებები არ მიიღება. პრაქტიკაში მხოლოდ ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ერთ-ერთ ქვეყანას მინისტერიალზე ასპირანტის სტატუსი მიანიჭეს. ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ ნატო-ს სამიტებზე. წინა ხელისუფლებასა და მათ მხარდამჭერებს სურთ იმ ილუზიის შექმნა, რომ წინა ხელისუფლებას ყველაფერი მზად ჰქონდა და ახალმა ხელისუფლებამ ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი შეაფერხა, რაც აბსურდი და ზღაპარია“,-აცხადებს სესიაშვილი.
ირაკლი სესიაშვილის განმარტებით,ახლა სახელმწიფო იმ მდგომარეობაშია, რომ იძულებულია წინა ხელისუფლების გაფუჭებული საქმეები ასწოროს.
„ახლა ჩვენ იმ რეალობაში ვართ, რომ წინა ხელისუფლების გაფუჭებული საქმეები როგორმე გამოვასწოროთ, რათა რაც შეიძლება მალე გაგრძელდეს ნატო-ში ინტეგრაცია და დაჩქარდეს მაპ-ის მიღება“, - აღნიშნავს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე.