ყაზახეთის დელეგაცია სამთავრობო შეხვედრებს გამართავს

ყაზახეთის დელეგაცია სამთავრობო შეხვედრებს გამართავს

ყაზახეთის დელეგაცია  საქართველოს დღეს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა.

დაგეგემილია შეხვედრები ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურთან, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან.

ეკონომიკური სფეროს პირველი პირების შემდეგ, ყაზახები შეხვედრას  ვიცე პრემიერ-მინისტრ კახა კალაძესთან გამართავენ.

ყაზახეთის დელეგაცია თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონას დაათვალიერებს და  „წითელი ხიდის" საბაჟო-გამშვები პუნქტის მუშაობას გაეცნობა.
ყაზახეთის დელეგაცია დღეს საღამოს დატოვებს თბილისს და უკან გაემგზავრება.