რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა

თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებული მრჩეველთა ჯგუფის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის  და იურიდიულ კომიტეტების წევრები. ასევე, არასამთავრობო სექტორისა და  საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.

თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებული მრჩეველთა ჯგუფის მიზანია თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებულ კონცეპტუალურ და საკანონმდებლო საქმიანობაში თანამონაწილეობა და თანამშრომლობა.

დეცენტრალიზაციის პროცესის და რეგიონული პოლიტიკის პრიორიტეტების, ეტაპებისა და გეგმების განხილვა.

კანონპროექტების განხილვა და რეკომენდაციების მომზადება  დეცენტრალიზაციის პროცესთან დაკავშირებულ ტექნიკურ, ინსტიტუციურ,  სამართლებრივ და საფინანსო-ეკონომიკურ საკითხებზე. 

აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში სამინისტროსა და პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს შორის  მემორანდუმის გაფორმება იგეგმება.

სამინისტროს და პარლამენტის წარმომადგენლებმა გამოთქვეს სურვილი,  ჯგუფის მუშაობაში არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელბი და დამოუკიდებელი ექსპერტები აქტიურად ჩაერთონ.