ალექსი პეტრიაშვილი ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტს შეხვდა

ალექსი პეტრიაშვილი ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო  მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი  სამუშო ვიზიტის ფარგლებში  თურქეთის რესპუბლიკაში, ატლანტიკური საბჭოს ვიცე- პრეზიდენტს  დეიმონ ვილსონს შეხვდა.

შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილების მნიშვნელობაზე.

კიდევ ერთხელ გამოხატა ახალი ხელისუფლების ურყევი პოლიტიკური ნება-საქართველო გახდეს ევროპისა და ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი,  ხოლო აშშ კვლავ რჩება საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად.

 ალექსი პეტრიაშვილმა მადლობა გადაუხადა ატლანტიკურ საბჭოს საქართველოს  მხარდაჭერისთვის.

თავის მხრივ დეიმონ ვილსონმა დადებითად შეაფასა საქართველოში ჩატარებული არჩევნები, როგორც საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე  მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა ატლანტიკური საბჭოს მხარდაჭერა  საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი  და გამოთქვა მზადყოფნა, საქართველოსთან  ეფექტური თანამშრომლობა კვლავაც გააგრძელოს.