მაია ფანჯიკიძის და ფილიპ გორდონის შეხვედრა მიმდინარეობს

მაია ფანჯიკიძის და ფილიპ გორდონის შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე სამინისტროში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონს ხვდება.

შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში, დახურულ კარს მიღმა, მიმიდინარეობს.

შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები - ნიკოლოზ ვაშაკიძე, დავით ზალკალიანი,  ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი დავით ჭოჭუა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე და  აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ესწრებიან.

შეხვედრის დაწყებამდე მხარეებს კომენტარები არ გაუკეთებიათ.

კომენტარები შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდება.