დღეს, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში „ბონდიანას“ 50 წლის იუბილისადმი მიძღვნიოლი უნიკალური გამოფენა გაიხსნება.
„ოსკარის“ აკადემიის მარგარეტ ჰერეკის ბიბლიოთეკიდან ჩამოსულ ფოტომასალას 6 დარბაზი დაეთმობა, ფოტოები ცნობილი სერიალის ყველა მონაწილე მთავარი გმირის მოღვაწეობასა და ეტაპს ასახავს. აქვეა აფიშების ასლები და ფოტოებიგადასაღები მოედნიდან, რომლებიც კადრს მიღმა არსებულ სიტუაციას გადმოგვცემს. უნიკალურ ფოტოებში დაფიქსირებულია ინგლისის სამეფო ოჯახის წევრები პრინცი ჩარლზი და პრინცესა დაიანა.
ფოტომასალის გარდა დამთვალიერებელს საშუალება ექნება ბონდიანასადმი მიძღვნილი ვიდეოინსტალაციები იხილოს. სპეცეფექტების საშუალებით გადმოცემულ ინსტალაციებში ასახულია ბონდის გამოგონებები, იარაღი, სისწრაფე და სხვა. საგამოფენო დარბაზებში ასევე ექსპონირებული იქნება ჯეიმს ბონდის იმ ფირმის იარაღი, სათვალეები და სასმელები, რომლებიც სხვადასხვა სერიებშია გამოყენებული.
ღონისძიების გენერალური სპონსორია კომპანია "ბილაინი". გამოფენა სავარაუდოდ 2 თვეს გაგრძელდება.