საფრანგეთი ბრიტანულ Economist-ს გაუბრაზდა

საფრანგეთი ბრიტანულ Economist-ს გაუბრაზდა

ფრანგი ჩინოვნიკები აღშფოთებას ვერ მალავენ ბრიტანული გამოცემა Economist-ის მიმართ. საქმე იმაშია, რომ გამოცემის პირველ გვერდზე საფრანგეთის შესახებ მთავარი სტატია დაიბეჭდა სათაურით „ევროპის შუაგულში ნელმომქმედი ბომბი“, რომელიც საფრანგეთის ეკონომიკის მდგომარეობას ეხება. სტატიაში გაანალიზირებულია პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის არასწორი რეფორმები, სტატია კი მთავრდება სათაურით: „საფრანგეთი მთელი სისწრაფით მიექანება კრიზისისკენ და ევროპასაც თან მიათრევს“.

საფრანგეთის მრწეველობის მინისტრის არნო მონტბურის განცხადებით, Economist-ი ფრანგული ბულვარული სატირიკული ჟურნალების მსგავსი გახდა.

ევროკავშირის მეორე ძლიერი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, მართლაც შეშფოთებას იწვევს. ევროკომისიის შეფასების მიხედვით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 0,2%-ით იზრდება, უმუშევრობა 10%-ს აჭარბებს, სახელმწიფო ვალი კი 86%-იდან 90%-მდე იზრდება.