ისრაელის ავიაციამ ჰამასის შტაბ-ბინა დაბომბა, ჯერჯერობით ინფორმაცია დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება, თუმცა თვითმხილველების განმარტებით, შენობას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.
ისრაელის მხარის განცხადებით, მათი ქმედება ღაზის სექტორის მხრიდან იერუსალიმის გარეუბნის გუშ-ეციონის დაბომბვის პასუხია.
ისრაელის საინფორმაციო საშუალებების მიხედვით, წუხელ მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა ღაზის სექტორის დაბომბვა, დაიბომბა 85 ობიექტი.
გუშინ გვიან ღამითვე, ისრაელმა კიდევ 75 ათასი რეზევისტის მობილიზება გამოაცხადა.