შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორ ლევან ქარდავას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.
"ლევან ქარდავას ბრალი 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, 143-ე მუხლის მესამე ნაწილით და 158-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის წაუყენეს. პირველი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მეორე კი თავისუფლების უკანონო აღკვეთას და 7-დან 10 წლამდე პატიმრობას, ხოლო 158-ე მუხლის მესამე ნაწილი ტექნიკური საშუალებებით მოპოვებული ინფორმაციების უკანონოდ გამოყენებას გულისხმობს და 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს", - აცხადებს ქარდავას ადვოკატი კახა შონია.
მისი თქმით, პროკურატურა ქარდავასთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს დღესვე მიმართავს.
"მიმართვის შემდეგ სასამართლოს პროკურატურის შუამდგომლობის განსახილველად 24 საათიანი ვადა ექნება", - დასძინა ადვოკატმა.
აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებამდე ლევან ქარდავა მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში დარჩება.
კუდ-ის უფროსი გუშინ, გამთენიისას, რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავეს.