ვანო მერაბიშვილი: შოთა ხიზანიშვილი იმის გამო დააკავეს, რომ პირადად ჩემზე მოხდეს ზეწოლა

ვანო მერაბიშვილი: შოთა ხიზანიშვილი იმის გამო დააკავეს, რომ პირადად ჩემზე მოხდეს ზეწოლა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი შოთა ხიზანიშვილის დაკავებას პირადად მასზე ზეწოლად აფასებს.

ამის შესახებ მერაბიშვილმა ჟურნალისტებს პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განუცხადა.

მისი თქმით, შოთა ხიზანიშვილი მისი მეგობარია და სანამ ვიცე-მერი გახდებოდა, 9 წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.

მერაბიშვილის შეფასებით, შოთა ხიზანიშვილი ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილი ადამიანია, რომელიც ყოველთვის მის გვერდით იყო.

„მისი დაკავება მოხდა იმის გამო, რომ პირადად ჩემზე მოხდეს ზეწოლა, რადგან ის არის ჩემი პირადი მეგობარი, ჩვენ ვმეგობრობთ ოჯახებით. მაგრამ ნუ ექნება ბიძინა ივანიშვილს იმედი, რომ ასეთი ნაბიჯებით ის რაიმე შიშს ან შეშფოთებას შემოიტანს ჩვენს რიგებში. პირიქით, ეს ჩვენ უფრო გაგვაძლიერებს და არ შეგვეშინდება ივანიშვილის ასეთი ნაბიჯების"- განაცხადა მერაბიშვილმა.