საქართველოს მთავარი პროკურატურა დაკავებულ საჯარო მოხელეთა ჩვენებებს აქვეყნებს.
ჩვენების მიმცემ პირთა პირადი მონაცემები მითითებული არ არის. ამ დროისთვის, პროკურატურის ვებგვერდზე 2 ჩვენებაა გამოქვეყნებული.
ერთ-ერთი ჩვენებაში, დაკავებული პირი საუბრობს იმაზე, თუ როგორ გადაწყვიტეს კომპიუტერული პროგრამის შექმნა, რომლის საშუალებითაც ფარული მოსმენების და ჩანაწერების გაკეთება გახდებოდა შესაძლებელი. მ
ისი თქმით, დავალება პირადად კუდ-ის დირექტორის მოადგილის ვაჟა ლილუაშვილისგან მიიღო.
From.ge აღნიშნულ ჩვენებას უცვლელად გთავაზობთ:
„2003 წელს დავიწყე მუშაობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში რიგით თანამშრომლად. 2005 წელს გადმოვედი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში, სადაც ვმუშაობდი სხვადასხვა თანამდებობებზე, ხოლო 2012 წლის ივლისის თვიდანვმუშაობ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტში დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. ჩემს სამსახურებრივ მოვალეობაში შედის შს სამინისტროს დანაყოფებში ოპერატიულ-ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფა. მოგახსენებთ, რომ 2005 წლიდან ზუსტი თვე და რიცხვი არ მახსოვს 2012 წლის ივლისის თვემდე ვმუშაბდი შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში სხავადსახვა თანამდებობეზე, კერძოდ მე-4 სამმართველოს მე-2 განყოფილების უფროს ოპერატიულ თანამშრომლის თანამდებობაზე, შემდგომ ამავე განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, რის შემდგომაც მუშაობა გავაგრძელე მე-3 სამმართველოში განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, ხოლო შემდეგ ვიყავი დეპარტამენტის დირექტორის თანაშემწე, ბოლოს კი მე-7 სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. იმის გამო, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში მუშაობის პერიოდში ვეღარ ხდებოდა სატელეფონო-საუბრების ფარული მიყურადება-ჩაწერის საშუალებით საჭირო ინფორმაციის მიღება სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში დირექტორის თანაშემწედ მუშაობის პერიოდში, ეს იყო 2008 წელი, დირექტორის მოადგილის ვაჟა ლილუაშვილის მიერ დამევალა შემექმნა ისეთი სახის კომპიუტერული პროგრამა, რომლის მეშვეობითაც მოვახდენდით საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიებიდან საჭირო ინფორმაციების ფარულად მოპოვებას. მისგან ეს იდეა თავიდან იყო სრულიად შემთხვევითი, რადგან შემთხვევით თქვა, რომ ხალხს რომ მოვუსმინოთ კომპიუტერის სადენი გადავუჭრათ და ჩვენი მივუმაგროთო. აღნიშნულის შემდეგ კი უკვე ოფიციალურად მთხოვა, რომ მართლაც შემექმნა ისეთი პროგრამა, რითაც ფარულად და არაოფიციალურად შეძლებდა ხალხის მოსმენას და მოიპოვებდა ინფორმაციას. იმისათვის რომ მე ასეთი პროგრამა შემექმნა, ვაჟა ლილუაშვილმა და დეპარტამენტის დირექტორმა დ.ა-მ შემიქმნა ყველანაირი პირობა. კარგი პროგრამისტი ვინც კი მოწონებას და ნდობას დაიმსახურებდა ჩემი მოთხოვნით ვნიშნავდით სამსახურში უბრალოდ გასაუბრების გავლის საფუძველზე. აქვე განვმარტავ, რომ მაღალი დონის პროგრამისტები უმეტესობა ერთმანეთს ვიცნობთ. მე სამსახურში მივიღე ვასილ ჯამალაშვილი და ავთანდილ სოლომონიშვილი, რათა ისინი დამხმარებოდნენ ამ პროგრამის შექმნაში. ამ საქმისათვის ასევე მეხმარებოდა ერმალოზ ებანოიძეც, რომელიც არის ჩემი თანამშრომელი.
ფაქტიურადჩვენი სამსახური მუშაობდა მხოლოდ ამ საქმეზე სხვას არავინ არაფერს არ გვთხოვდა. დ. ა-მ და ასევე ვაჟა ლილუაშვილმა იცოდნენ, რომ ჩვენ 5 ადამიანი ვმუშაობდით ამ თემაზე ამისათვის პრემიაც გამოგვიწერა ა-მ. ხელფასის სახით ჩვენ ყოველ თვეში გვქონდა 1500 ლარი. დაახლოებით ერთ თვეშიმოვახდინეთ პროგრამის შექმნა.
აღნიშნული პროგრამით შესაძლებელი გახდა დაინტერესებული ობიექტის კომპიუტერში შეღწევა, მასში არსებული ინფორმაციის ნახვა და კოპირება, კომპიუტერის ეკრანის ყურება და იმ შემთხვევაში თუ კომპიუტერს ეყენა მიკროფონი შესაძლებელი იყო იმ ოთახში საუბრების მოსმენა, სადაც იდგა კომპიუტერი.ეს იმ შემთხვევაში თუ კომპიუტერი ჩართული იყო ინტერნეტის ქსელში.ასევე შესაძლებელი იყო აღნიშნული საუბრების ჩვენს კომპიუტერებში გადმოწერა, რასაც პროგრამა ასრულებდა ავტომატურად, ისე რომ კომპიუტერის მეპატრონე აღნიშნულს ვერ ხვდებოდა. პროცედურულად კი ეს ასე ხდებოდა: დაინტერესებულ ობიექტს ელექტრონულ ფოსტაზე ვუგზავნით რაიმე მისთვის საინტერესო ფაილს, ეს შეიძლება იყოს სურათი, ვიდეო, რაიმე წერილი ან სხვა და მისი გახსნის შემთხვევაში უკვე პროგრამა ავტომატურად ინსტალირდება კომპიუტერში და იწყებს მოქმედებას. ასევე დავამატებ, რომ ამ პროგრამის მეშვეობით შესაძლებელი გახდა გაგვეგო კომპიუტერში კლავიატურით შეყვანილიკომბინაციები (კოდები). პროგრამა ახდენდა კომპიუტერის მიმდებარედ საუბრების ფარულად ჩაწერას, რის შემდგომაც შესაძლებელი ხდებოდა აღნიშნული საუბრების ჩვენს კომპიუტერში გადმოტანა და შემდგომ საუბრების გაშიფვრა.
მოპოვებული ინფორმაცია ინახებოდა ჩვენს კომპიუტერებში და საჭიროების შემთხვევაში ხდებოდა დისკებზე კოპირება. აქვე მოგახსენებთ და განვმარტავ, რომ ჩვენს დეპარტამენტში ხდება ოპერტიულ-სამძებრო ღონისძიების სანქცირებულად ჩატარება, მაგრამ მე ჩემს თანამშრომლებთან ერთად ვახდენდი არასანქცირებულ ფარულ აუდიო მოსმენას. ასეთი სახით ვახდენდით მე და ჩემი თანამშრომლები - ერმალოზ ებანოიძე, ავთო სოლომნიშვილი, ვასილ ჯამალაშვილი, გიორგი ჯავახიძე და ალექსანდრე ბოცვაძე საქართველოში სხვადასხვა პოლიტიკური პირებიდან ინფორმაციის ფარულად და არასანქცირებულად დაუფლებას, რაზედაც ნებართვა და მითითება გვქონდა ვაჟა ლილუაშვილისაგან და დ. ა-საგან. შესაბამისად მე პირადად მოპოვებულ ინფორმაციას პერიოდულად ვახსენებდი, როგორც ვაჟა ლილუაშვილს ასევე დეპარტამენტის იმდროინდელ ხელმძღვანელს დ. ა-ს. ჩემი თანამშრომლების გარდა მოპოვებული ინფორმაციის გაცნობის უფლება და მოპოვებულ ინფორმაციასთან წვდომის შესაძლებლობა არავის არ ჰქონდა.
მოგახსენებთ, რომ 2012 წლის 26 სექტემბრის, როდესაც მე ვმუშაობდი შს სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტში დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე, ტელეფონით დამიკავშირდა შს სამინისტროს მაშინდელი მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი და დამავალა მომეძია სხვადასხვა სახის ფარული მასალები კოალიცია „ქართული ოცნებიდან“, რომელებიც გამოიწვევდა აღნიშნული კოალიციის წევრთა და ლიდერთაუნდობლობას ხალხის მიერ. მე დაგროვებული მქონდა უამრავი ასეთი სახის მასალა (საუბრები), საიდანაც ავარჩიე ჩემს მიერ ფარულად და არასანქცირებულად მოპოვებული რამოდენიმე პოლიტიკური პირის საუბრები, დავაკოპირე შესაბამის დისკებზე და 2012 წლის 26 სექტემბერს საღამოს საათებში ქ.თბილისში ავლაბარში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარედ დაბარებისამებრ შევხვდი შოთა ხიზანიშვილს და გადავეცი რამოდენიმე დისკი,რომელზედაც ჩაწერილი იყო კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრთა საუბრები. მე წამოვედი სამსახურში, შოთა ხიზანიშვილი კი შევიდა პრეზიდენტის სასახლეში. იმავე დღეს გვიან საღამოს შოთა ხიზანიშვილი მოვიდა მოდულის შენობაში და დამირეკა. მაშინვე შევხვდი ხიზანიშვილს და მან გადმომცა ჩემს მიერ გადაცემული დისკები და მითხრა რომ დამირეკავდა და დანარჩენს ტელეფონზე მეტყოდა. მეორე დღეს დილით, ანუ 2012 წლის 27 სექტემბერს დაახლოებით 09:00 საათისათვის დამირეკა შოთა ხიზანიშვილმა და მითხრა, რომ ამოარჩია საჭირო საუბრები, რომლებიც მე უნდა გამეთავსებინა ინტერნეტ სივრცის „იუთუბის“ ვიდეო პორტალზე, ისეთი სახითვითომდა აღნიშნული საუბრები მოპოვებული იქნა ბესარიონ სურმავას მიერ. ბესარიონ სურმავა კი იყო კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის დაცვის თანამშრომელი. მოგახსენებთ, რომ საუბრები ისეთი სახით უნდაგანთავსებულიყო ვითომდა აღნიშნული ინფორმაციაინტერნეტ სივცეში გაავრცელა ბესარიონ სურმავამ. მე ასევე შოთა ხიზანიშვილმა მომაწოდა ბ.სურმავას საუბრის ჩანაწერი და მითხრა, რომ ეს ვიდეო უნდა ყოფილიყო „იუთუბის“ პორტალზე განთავსებული ინფორმაციის თავსართი. ასევე გადმომცა ორი სატელეფონო საუბარიც. აღნიშნული კი უნდა გამეკეთებინა პერიოდულად შოთა ხიზანიშვილის მიერ მითითებული დღეების მიხედვით. მოგახსენებთ, რომ აღნიშნული მასალების გადმოცემამდე მე ჩემს სამსახურში მოდულის შენობაში მეორე სართულზე სათათბრო ოთახში შემთხვევით შევნიშნე ბესარიონ სურმავა, შოთა ხიზანიშვილი და ჩემთვის უცნობი რამოდენიმე პიროვნება, რომლებიც კამერის მეშვეობით ახორციელებდნენ გადაღებას.
2012 წლის 27 სექტემბერს შოთა ხიზანიშვილის მითითებით, მის მიერ ამორჩეული აუდიო ჩანაწერებიდან „იუთუბის“ პორტალზე ჩემი თანამშრომლებიდან ავთანდილ სოლომონიშვილმა ჩემი თანდასწრებით დაარეგისტრირა მომხმარებლი „ბესო სურმავა“, რომელსაც მიენიჭა მომხმარებლის პირადი კოდი, რომელიც არ მახსოვს. რის შემდგომაც მოხდა შ.ხიზანიშვილის მიერ წინაწარ შერჩეული მასალების ატვირთვა „ბესო სურმავას“ მომხმარებლის სახელით.
პირველად აიტვირთა ბესო სურმავას მიმართვის ვიდეო ჩანაწერი, სადაც იგი მიუთითებს, რომ ვითომდა მის მიერ ფარულად მოპოვებული იქნა რამოდენიმე აუდიო ჩანაწერი, რომლებსაც იგი განათავსებს აღნიშნულ პორტალზე. რის შემდგომაც მოხდა იმ ჩანაწერების თანმიმდევრობით ატვირთვა, რომელიც მიმითითა შ.ხიზანიშვილმა. აღნიშნული ხდებოდა სამი დღის განმავლობაში და ჩვენს მიერ ხდებოდა იმ მასალის ატვირთვა, რომელებსაც თანმიმდევრულად მითითებდა შ. ხიზანიშვილი. ხოლო აღნიშნული ატვირთული მასალების ნახვა კი შეეძლო ყველა მსურველს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ინფორმაცია ასევე გავრცელდა ტელევიზიის მეშვეობით. მოგახსენებთ, რომ 2012 წლის 27, 28, 29 სექტემბერს ჩემსა და ჩემს თანამშრომლების მიერ მოხდა შემდეგი აუდიო ჩანაწერების განთავსება: გუბაზ სანიკიძის, გია ხუხაშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის, ირაკლი ალასანიას, რომან კუსიანის, სანდრო ბრეგაძის, გიორგი გეგეჭკორის და სხვა პოლიტიკური პირების საუბრები, რომლებსაც ამჟამად ვერ ვიხსენებ, თუმცა აღნიშნულის სრული ჩამონათვალის და თანმიმდევრობის ხილვა შესაძლებელია ინტერნეტ სივრცის „იუთუბის“ პორტალზე, რომლის მისამართიც არის www.youtube.com და საძიებელი ველში ინგლისური ასოებით „ბესო სურმავას“ ჩაწერით.კითხვაზე გიპასუხებთ, რომ 2012 წლის 27, 28, 29 სექტემბერს დილით დაახლოებით 10 საათზე თავისი სატელეფონო ნომრიდან 5** ** ** ** შოთა ხიზანიშვილი მიკავშირდებოდა ჩემს ტელეფონის ნომერზე 5** ** ** **, რა დროსაც საუბარში მაძლევდა მითითებას, რომელ დღეს რომელი აუდიო ჩანაწერი უნდა ამეტვირთა „იუთუბი“ პორტალზე, რასაც ვასრულებდი მითითების შესაბამისად.
აღნიშნულის შემდგომ, როგორც მახსოვს შოთა ხიზანიშვილი აღარ დამკავშირებია და შესაბამისად მითითების გარეშე მე აღარ გამიგრძელებია მასალების ინტერნეტში ატვირთვა. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ 2010 წლიდან მე ზემოთ აღნიშნული პროგრამის მეშვეობით ფარულად მოპოვებული ყველა მასალას ვეცნობოდი პირადად, მოპოვებული ინფორმაცია ძირითადად ეხებოდა პოლიტიკური პარტიების მოღვაწეობას. ყველა მოპოვებულ მასალას, როგორც ავღნიშნე ვაცნობდი ვაჟა ლილუაშვილს და დ. ა-ს. აქვე განგიმარტავთ, რომ ჩვენს მიერ შექმნილ „ვირუსს“ პროგრამულად მითითებული ჰქონდა მოპოვებული ინფორმაციის მიწოდების მისამართი. აღნიშნული მისამართი კი იყო ჩვენი „აი პი“ მისამართი, რომელიც ეკუთვნოდა „მოდულის“ შენობის ერთ-ერთ ოთახში განთავსებულ კომპიუტერებს, სადაც ავტომატურად იყრიდა თავს პროგრამის მიერ ფარულად მოპოვებული ინფორმაცია. აღნიშნულ კომპიუტერებთან სამსახურებრივად წვდომა გვქონდა ექვს თანამშრომელს: მე, ავთო სოლომონიშვილს, გიორგი ჯავახიძეს, ვასილ ჯამალაშვილს, ერმალოზ ებანოიძეს და ალექსანდრე ბოცვაძეს, რომლებიც როგორც მე ისინიც ეცნობოდნენ ფარულად მოპოვებულ ინფორმაციას. 2012 წლის 2 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების შემდგომ ჩვენი ექვსივე პირის მიერ მოხდა ამ წლებში მოპოვებული ყველა მასალის წაშლა და საბოლოო სახით განადგურება, ვინაიდან წაშლა მოვახდინეთ რამოდენიმეჯერ, იმის გამო, რომ სხვა პირებს არ შეძლებოდათ ყოველივე აღნიშნულის ნახვა. აღნიშნული გავაკეთეთ ჩვენი ინიციატივით ყოველგვარი მითითების გარეშე, ამის შესახებ არავისთვის არც გვითქვამს. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ 2010 წლიდან 2012 წლის ოქტომბრამდე ფარულად მოპოვებულ ინფორმაციას ვაჟა ლილუაშვილს და დ. ა-ს ძირითადად ვაცნობდი სიტყვიერად, თუმცა მათთვის საინტერესო ინფორმაციის შემთხვევაში ვაძლევდი დისკის სახითაც. ასევე მოგახსენებთ, რომ შოთა ხიზანიშვილთან სამსახურებრივი კონტაქტი მქონდა მხოლოდ 2012 წლის სექტემბრის თვეში პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ როდესაც მე დისკზე ჩავწერე საუბრები და გადავეცი შოთა ხიზანიშვილს, მისი ნახვის შესაძლებლობა ჰქონდა ნებისმიერ პიროვნებას კომპიუტერის გამოყენებით, რადგან ჩანაწერი არ მოითხოვდა თავის სპეციალურ პროგრამის გამოყენებას.კითხვაზე გიპასუხებთ, რომ დავალებას თუ რომელი ობიექტისათვის უნდა მოგვესმინა, მაძლევდა უშუალოდ ვაჟა ლილუაშვილი.
თავიდან როდესაც პროგრამა ახალი შექმნილი იყო ვუსმენდით ოპერატიულად საინტერესო პირებს, მაგრამ მას შემდეგ რაც არჩევნებისათვის გამოცხადდა მზადება, გადავერთეთ პოლიტიკურ თემაზე და მთელი ჩემი სამსახურის თანამშრომლების საქმიანობა მიმართული იყო იქეთ, რომ მოგვესმინა კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრთათვის. აღნიშნულის შესახებ დავალება მიღებული მქონდა ვაჟა ლილუაშვილისაგან. ჩვენ მოვახერხეთ, რომ ამ პროგრამის საშუალებით მოგვესმინა ეკა ბესელიასათვის, გუბაზ სანიკიძისათვის, გია ხუხაშვილისათვის, გიორგი გეგეჭკორისათვის, გია ვოლსკისათვის, ირაკლი ღარიბაშვილისათვის, დავით უსუფაშვილისათვის, ზაქარია ქუცნაშვილისათვის, სოზარ სუბარისათვის და ფაქტიურად მოცული გვქონდა მთელი კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები.
მიღებულ ინფორმაციას ვეუბნებოდი ხოლმე ჩემს უშუალო უფროსს ვაჟა ლილუაშვილს თავისივე სამუშაო ოთახში და ასევე დ. ა-ს გადავცემდი ინფორმაციას მობილური ტელეფონის მეშვეობით. აქვე დავაზუსტებ, რომ ბოლო ერთი წელიწადია, რაც დ. ა-ს აღარ დავკონტაქტებივარ და ინფორმაციას ვაწვდიდი მხოლოდ ვაჟას, რომელიც შემდგომ თავის მხრივ ამ ინფორმაციას ავრცობდა“ - ნათქვამია ჩვენებაში.